Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ცხინვალის უშიშროების სამსახური ,,ციცერონ ქსანთის“ სახელით ცნობილ ბლოგერს ეძებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური ,,ციერონ ქსანთის''
სახელით ცნობილ ბლოგერს ეძებს. ბლოგერი ახალგორელი ჰგონიათ.
ერთი ვერსიით, ,,ციცერონ ქსანთი'' დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელია, რომელსაც ხელი მიუწვდება საიდუმლო მასალებზე, რასაც შემდეგ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ბლოგერით დაინტერესების შესახებ ინფორმაციას ,,ეხო კავკაზა'' ავრცელებს.
,,ციცერონ ქსანთი“ რომელიც ცნობილია თავისი მამხილებელი პუბლიკაციებით ჩინოვნიკებსა და ძალოვნებზე, აგრეთვე მის სავარაუდო ინფორმატორებზეც. მიდის მუქარა, ძალადობა, სამსახურიდან განთავისუფლება. ეჭვმიტანილთა წრე ყოველდღიურად იზრდება.'' - აღნიშნულია ,,ეხო კავკაზას'' სტატიაში.
ადგილობრივი ჟურნალისტის ცნობით, სოციალური ქსელის იდუმალმა მომხმარებელმა სისხლი გაუშრო ჩინოვნიკებს, ძალოვნებს, კონტრაბანდისტებს და სხვებს.
ცოტა ხნის წინ ,,ციცერონ ქსანთის“ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას თავის ფეისბუკ გვერდზე, მოჰყვა სამსახურიდან გათავისუფლებების სერია. ბლოგერთან სავარაუდო კავშირის გამო თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ ქსნის ერისთავთა რეზიდენციის მუზეუმის თანამშრომლები.
,,ციცერონ ქსანთიმ“ განათავსა პოსტი იმის შესახებ, რომ ძმებს ასლან და ავთანდილ ბიტაროვებს, რაიონული უშიშროების შეფის მფარველობით, გააქვთ კონტრაბანდული სიგარეტი საქართველოში და იქიდან შემოაქვთ კონიაკი ,,სარაჯიშვილი“. რატომღაც მათ მიიჩნიეს, რომ ასეთი რამის დაწერა მხოლოდ ვასილი ხაჩიროვს შეეძლო, უცნაური თანამდებობის მქონე პირს; ის არის ახალგორის რაიონის საბჭოების კოორდინატორი. ძმებმა გააჩერეს ის ქუჩაში და განუცხადეს, რომ ვითომ მათთვის ცნობილია, რომ ისაა ,,ქსანთი“, დაუწყეს მუქარა, მისგან ითხოვდნენ ბრალის აღიარებას, შემდეგ წაართვეს მობილური და ეძებდნენ მტკიცებულებებს, თუმცა ვერაფერი იპოვეს.'' - წერია სტატიაში.
მათ შორის, ვისზეც ეჭვი მიიტანეს, რომ ისააა ,,ქსანთი“, აღმოჩნდნენ რაიონის პროკურორი ალან კულუმბეგოვი, რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი ვიტალი მამიტოვი და ვიღაც უშიშროების ოფიცერი... ასევე ეჭვმიტანილთა შორის აღმოჩნდა სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მასში ეჭვი პოსტის შემდეგ შეიტანეს, სადაც საუბარი იყო თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე ფოსტაში:
,,ცოტა ხნის წინ ჩემთან მოვიდა ჩემი ახლო ნაცნობი. მისი თქმით, ფოსტის უფროსმა ალიკ ჩერტკოევმა სთხოვა გადმოეცა ჩემთვის, თითქოს მისთვის ცნობილია, რომ ,,ციცერონ ქსანთი“ ესაა თამარ მეარაყიშვილი. ,,რა უნდა მას ჩემგან?!“ - გაცხარდა ფოსტის ხელმძღვანელი და დააბარა, რომ თუ მე არ გავჩერდები, მაშინ... ამას უძღოდა ჩემი ნაცნობის მრავლისმთქმელი დუმილი. მე ამ საუბრის შესახებ მოვუყევი დედას. მან მიპასუხა, რომ არ სურდა თქმა, მაგრამ მას, თამარის მამასა და ფოსტის უფროსს შორის შედგა მსგავსი შინაარსის საუბარი. მან იგივე კითხვა დაუსვა მათ: ,,რა უნდა შენს გოგოს ჩემგან?! თქვენ გცემთ პატივს, თორემ აქამდე...“ - მანაც არ დაამთავრა წინადადება, თუმცა მისი სიტყვებიდან ნათლად იგრძნობოდა მუქარა.“ - უყვება თამარ მეარაყიშვილი ,,ეხო კავკაზას''
სკანდალური ბლოგერის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს მხოლოდ ახალგორის რაიონი. ის წერს - სიგარეტის კონტრაბანდაზე, მინისტრებზე, რომლებიც ხუთ თანამდებობას ფლობენ და პრეზიდენტის ვაჭრობაზე ნაჩუქარი პოსტოლეტებით ,,გლოკ-19“ რომელთა საერთო ღირებულებაც 8-10 მილიონ რუბლს შეადგენს; ობიექტებზე, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე აშენდა და სხვა მრავალ რამეზე.
და რაც ყველაზე საყურადღებოა, ამბობს თამარ მეარაყიშვილი, - ყველაფერს, ან თითქმის ყველაფერს, რასაც ბლოგერი წერს, აქვს თავისი მტკიცებულება:
,,ახალგორის რაიონის პროკურორმაც კი დაწერა თავის ქრონიკაზე: ,,ის, რასაც ციცერონი წერს ახალგორზე, ეს არის ჭეშმარიტი სიმართლე. თუმც ზოგჯერ გადამეტებული.“ ალან კულუმბეგოვი ერთხელ ხუმრობდა ამის შესახებ, მათი თქმით, მან სამუშაო დამიმატა. როგორც ჩანს, უმაღლეს ხელისუფლებას სჯერა რასაც ბლოგერი წერს, ამიტომ, მისი პოსტების შემდეგ, ისინი მოითხოვენ რაიონული პროკურორისგან პოსტში მითითებული დარღვევების გადამოწმებას. ახლა, რამდენადაც მე ვიცი, პროკურატურა ამოწმებს ფოსტას - თუ როგორ არის ორგანიზებული პენსიების გაცემა იქ. პროკურატურა და კგბ ერთობლივად ამოწმებენ, თუ როგორ ხდება სამედიცინო ანგარიშების გაცემა და ზოგიერთი კადრის დანიშვნა. ბევრ რამეს ამოწმებენ ,,ციცერონ ქსანთის“ პუბლიკაციების გამო.'' - აღნიშნავს თამარ მეარაყიშვილი.
თამარი ბლოგერს ხუმრობით ფანტომასს ადარებს:
,,მაგრამ აშკარაა, რომ ის სოციალური ქსელების ეპოქის ზოროა. ნიღაბის ნაცვლად - მეტსახელი, ხოლო დაშნის ნაცვლად - პოსტი ფეისბუკზე. კომენტარებიდან, მისი პუბლიკაციების ქვეშ, ჩანს, რომ ხალხს იზიდავს კომუნიკაციის შეთავაზებული ფორმატი - ფორმალობებისა და მოსაწყენი ანალიზის გარეშე, ფაქტები, განმტკიცებული მყარი არგუმენტებით და იუმორითაც კი. თუმცა როგორც ხდება ხოლმე მსგავს სათავგადასავლო სიუჟეტებში, გმირის დაჭერას ცდილობენ ადგილობრივი ,,ცუდი ბიჭები“. ჩვენდა გასაოცრად, თითქოს გამიზნულად, ესინი ისეთებივე არიან, როგორც ფილმებში ზოროს შესახებ.'' - წერს ,,ეხო კავკაზას'' ცხინვალელი ჟურნალისტი.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |