Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
კასპში დაცვის პოლიციის თანამშრომელი ცოლს სცემდა და სამსახურებრივი ,,მაკაროვით'' შუბლის გახვრეტით ემუქრებოდა
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაცვის პოლიციის
თანამშრომელი, ცოლს სისტემატიურად სცემდა, შუბლზე იარაღის მიბჯენით
აშინებდა და მოკვლით ემუქრებოდა.
მამაკაცს, რომელიც სსიპ "დაცვის პოლიციის დეპარტამენტის" ქ. თბილისის მე-4 სამმართველოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფის წევრი იყო, 2021 წლის 7 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ხოლო 3 წლით იარაღის ტარებისა და შენახვის უფლება ჩამოართვეს.
სასამართლომ დაადგინა, რომ დ. ა-მა ჩაიდინა: გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
1 ეპიზოდი:
დადგინდა, რომ სსიპ "დაცვის პოლიციის დეპარტამენტის" ქ. თბილისის მე-4 სამმართველოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფის ინსპექტორმა თავისავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივითა და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს სცემა და იძალადა, კერძოდ, ცოლი საძინებელ ოთახში, საწოლზე პირქვე წააქცია, თავი ბალიშში ჩააყოფინა და სხეულზე, კერძოდ კი – წელის, ბეჭებისა და თავის არეში დაუწყო ხელებით ცემა. ფიზიკური ძალადობის შემდეგ მამაკაცმა თავის სახელზე რეგისტრირებული "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი შუბლზე მიადო და დაემუქრა, რომ, თუ ვინმეს ეტყოდა ცემის შესახებ, აუცილებლად მოკლავდა.
მე-2 ეპიზოდი
ერთი თვის შემდეგ, დაახლოებით 22:00 საათზე, საძინებელ ოთახში მამაკაცმა მეუღლეს ხელი დაარტყა სახეში, ამის შემდეგ გადმოაგდო საწოლიდან, ქალი ზურგით დაეცა კედელსა და საწოლს შორის, იატაკზე. ქმარმა თავის სახელზე რეგისტრირებული "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი შუბლზე მიადო მეუღლეს და დაემუქრა, რომ, თუ ცემის შესახებ ვინმეს ეტყოდა, აუცილებლად მოკლავდა.
მე-3 ეპიზოდი
ერთი თვის შემდეგ, დილის საათებში, მეუღლე ქმარს სთხოვდა, რომ ძმის სანახავად წასულიყო:
,,რაზეც მამაკაცი დასთანხმდა, თუმცა უთხრა, რომ დალოდებოდა მას და თვითონაც გაჰყვებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ქმარი იმიზეზებდა მოუცლელობას და ცოლს არ აძლევდა უფლებას, მარტო წასულიყო ძმის სანახავად. დაახლოებით 16:00 საათზე ცოლმა უსაყვედურა ქმარს, თუ რატომ არ გაუშვა ძმის სანახავად, რაზეც მამაკაცმა უპასუხა, რომ, რასაც ის ეტყოდა, ის უნდა გაეკეთებინა და მას უნდა დამორჩილებოდა, ვინაიდან ის იყო მამაკაცი; იმავდროულად იძალადა მეუღლეზე, კერძოდ, მარცხენა თვალბუდისა და ტუჩების არეში ხელი დაარტყა. ფიზიკური ძალადობის შემდეგ ქმარი დაემუქრა, რომ, თუ ვინმეს ეტყოდა ცემის შესახებ, აუცილებლად მოკლავდა'' - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |