Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
კასპში ,,ნაციონალები'' წყლის წასაღებად ,,ოცნების'' ოფისში მივიდნენ
კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის ოფისში, ადგილობრივი მოსახლეობა წყლის რიგში ჩადგა. ისინი აცხადებენ, რომ ქალაქში სასმელი წყალი გრაფიკით მოდის, ამიტომ წყლის ასავსებად მერობის კანდიდატის შტაბში მივიდნენ, სადაც ასევე განთავსებულია ,,ქართული ოცნების'' ოფისი.

მოსახლეობას მერობის კანდიდატი ვახტანგ მაისურაძე არ შეხვდა. მათ წარმომადგენლებს თეა გულიკაშვილი-ხარატიშვილი ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ კასპში სასმელი წყალი გრაფიკით წლებია მოდის, ხოლო ეს აქცია წინასაარჩევნო პროვოკაცია.

საპროტესტო აქციაზე ნაციონალურმა მოძრაობის კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და, ამავე დროს, მერობის კანდიდატი ნუგზარ ნონიაშვილი იმყოფებოდა. ის ვახტანგ მაისურაძესთან შეხვედრას და მოსახლეობისთვის პასუხის გაცემას ითხოვდა.

 

რატომ არ არის კასპში წყალი?

კასპის მუნიციპალიტეტში ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რესურსები უხვია. თუმცა, მოსახლეობას, როგორც ქალაქად, ასევე, სოფლებში სასმელი წყლის მარაგი არ ყოფნით. მიზეზების შესახებ, ხმამაღლა არავინ საუბრობს, თუმცა, არსებობს სხვადასხვა კვლევები, სადაც სწორედ, ამ მიზეზებზეა მინიშნება გაკეთებული.

ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მდგომარეობის შესახებ, იუსაიდის დაფინანსებით განხორციელდა. ამ კვლევაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დიდ ნაწილს ინდუსტრიული წყალმომარაგებისთვის გამოიყენება.

,,ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები მოსახლეობის და ინდუსტრიული წყალმომარაგებისათვის გამოიყენება, ზედაპირულ წყლებს ირიგაციისათვისაც გამოიყენებენ. სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, წყლის რესურსები საკმარისია მასზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა დასახლებას ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა არ გააჩნია. სამუშაო ჯგუფის მონაცემებით, მოსახლეობის წყალმომარაგება ძირითადად დაფუძნებულია ზედაპირულ წყლებზე. კასპის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის საერთო მდგომარეობა ცუდია. ზედაპირული წყლებიდან აღების შემთხვევაში წყალდიდობის დროს წყალმიმღებ ნაგებობებს პრობლემები არ ექმნება. წყლის მრიცხველები დიდ დასახლებებში ნაწილობრივ დადგმულია, მაგრამ ამ დასახლებებს საკანალიზაციო კოლექტორები არ აქვს. მუნიციპალიტეტში წყლის ხარისხის მონიტორინგს არ აწარმოებენ, შესაბამისად წყლის დაბინძურების შესახებ მონაცემები სამუშაო ჯგუფს არ გააჩნია. კასპის მუნიციპალიტეტში გორის მუნიციპალიტეტიდან ხდება წყლის გადმოგდება ირიგაციისათვის. ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის რესურსების მართვა-განკარგვაზე პასუხისმგებელია შპს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია". მუნიციპალიტეტში არც მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი ტარდება, გამგეობის თანამშრომლების ცნობით, მიწისქვეშა წყლების დონემ იკლო, რაც მათი ვარაუდით გამოწვეულია ტყის გაჩეხვით და გვალვით.'' - აღნიშნულია კვლევაში.

ამ კვლევიდან რამდენიმე წელი გავიდა. ერთ-ერთ მასშტაბური კვლევა, სასმელ წყალთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ,,ქართლოსმა'' ჩაატარა. ამ კვლევის მიხედვით, (2017 წელი) კასპის მუნიციპალიტეტში არც ის წყალი ვარგა, რომელიც გრაფიკით თუ დროგამოშვებით მოდის:

,,ფოკუს კვლევისას საკმაოდ მწვავედ გამოიკვეთა სასმელი წყლის კუთხით მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები: გემოს, სუნის და სიხისტის მიხედვით, რისი გადამოწმებაც რაოდენობრივ ნაწილშიც მოხდა. როგორც კვლევის შედეგები ცხადყოფს მოსახლეობის ნახევრაზე მეტს სრულიად არ აკმაყოფილებს წყლის შეფერილობა (55%), 39%-სრულიად უკმაყოფილოა სისუფთავით, ჯამურად თითქმის მოსახლეობის ნახევარი ბოლომდე არაა კამყოფილი ან სრულიად უკმაყოფილოა (49%) სასმელი წყლის გემოვნური თვისებებით. ყველაზე ნაკლებად პრობლემურ საკითხად წყლის სუნი ფასდება, თუმცა ამ კომპონენტშიც სრულიად კმაყოფილი მოსახელობისრაოდენობა 48%-ია, მაშინ როცა მოსახლეობის 1/5 სუნს სრულიად არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.'' - აღნიშნულია კვლევაში.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.