Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,დედაჩემი მარღიევის გვარის იყო და წარმოშობით აქედან იყო, თქვენ?’’ - გვკითხა ქალმა, რომელიც ახლობლებთან ერთად ხეობიდან თბილისში მანქანით ბრუნდებოდა. მანამდე, გუჯარეთში კიდევ ერთი მანქანა შეგვხვდა, რომელიც წითელსოფლიდან, ხეობის ბოლო სოფლიდან ბრუნდებოდა.
მძღოლის გვერდით ხნიერი მამაკაცი იჯდა. ერთმანეთი გვიან შევნიშნეთ, თორემ ახლო მანძილზე რომ ვყოფილიყავით, ჩვენც მოვიკითხავდით ერთმანეთს. ამ ხნიერ კაცს თვალებზე ჩამავალი მზის სხივები ურტყამდა, ამის გამო, ძალიან კარგად ჩანდა მისი ბედნიერი და გაბადრული სახე.
სხვა სტუმარი, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, არ შეგვხვედრია. არადა, ორი წლის წინ, სოფელ გუჯარეთის ცენტრში, გრძელ მაგიდაზე სუფრა იშლებოდა.
,,ერთ წელიწადს 200-ზე მეტი ადამიანი იყო ამოსული. ყველა თავისი საკლავით და პურ-მარილით. აი, აქ ცენტრში იყო გაშლილი სუფრა და აღვნიშნავდით დღესასწაულს’’ - გვითხრა ბადრი ჯიგკაევმა.
ბადრი ჯიგკაევი, სიძესთან, ზაზა თედეშვილთან ერთად, გუჯარეთში ცხოვრობს და მეურნეობას მისდევს. ბორჯომის რაიონის სოფელ ზანავში და მზეთამზეში შემოდგომის მიწურულს ბრუნდებიან, რადგან ზამთარში გზა იკეტება.
როგორც ბადრი ამბობს, სტუმრები ძირითადად ვლადიკავკაზიდან ჩამოდიან ხოლმე, მათთან ერთად, თბილისიდან და რუსთავიდან სხვა მცხოვრებლებიც მოდიან – ისინიც, რომლებიც საქართველოში დარჩნენ საცხოვრებლად.
ორი წელია, რაც პანდემია დაიწყო, გუჯარულას ხეობაში სადღესასწაულო სუფრები არ იშლება. ჩრდილოეთ ოსეთიდან მამა-პაპურ მიწაზე ოჯახები აღარ ჩამოსულან. დაცლილ, 9 სოფელში თითო-ოროლა სახლიდან თუ ისმის ხმა. ისინიც ის ფერმერები არიან, რომლებმაც ხეობაში სახლები იყიდეს და მეურნეობას მისდევენ.
პანდემია აქ მხოლოდ იმით იგრძნობა, რომ სტუმრები ნაკლებად მოდიან. სხვა მხრივ, ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება – არც კარანტინი, არც კორონავირუსის რაიმდე დადასტურებული შემთხვევა; არც ვაქცინაცია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხეობაში 18 ოჯახი ცხოვრობს. მართლაც, თითო სოფელში 1 ან 2 სახლის წინ თუ დგას ჯიპი ან ნივა. სხვა ყველაფერი დავიწყებასაა მიცემული.
ზინა სანაკოევმა გუჯარულას ხეობაში წასვლა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა. ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანში ცხოვრობს. ჩრდილოეთ ოსეთიდან დის ჩამოსვლას ელოდებოდა. თუმცა, მისმა დამ ვერც წელს მოახერხა ჩამოსვლა საქართველოში. ამიტომ, ზინას, მშობლიურ სოფელში წასვლა, ახლობლების გარეშე მოუწია.
თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ხეობაში პირველად შარშან წავიდა, თუმცა მხოლოდ სოფელ ღვთისმშობლის (ყოფილი აიდაროვი) ნახვა მოახერხა. წელს კი, ხეობის ბოლო სოფლამდე, წითელსოფლამდე (ყოფილი ბერძენთსოფელი – ოსურად: ბერძენყაუ) მიაღწია. ჩვენ, ხეობა, ზინა სანაკოევთან და ბორჯომელ მეგზურთან ერთად, დავათვალიერეთ.
ზინა სოფელ ღვთისმშობელში დაიბადა. 17 წლის იყო, როდესაც ორთუბანში გათხოვდა. 1991 წლამდე, ვიდრე გუჯარეთი და მის გარშემო ოსური სოფლები არსებობდა, ხეობას ყოველწლიურად სტუმრობდა.
ბორჯომიდან კი მეგზური გავიყოლეთ. მას ოსი ბიცოლა ჰყოლია, ამიტომ საათნახევრიანი მგზავრობა მხოლოდ იმაზე საუბარს მიეძღვნა, თუ რატომ, რისთვის და როგორ მოხდა, რომ 9 სოფელი დაიცალა…
,,მე ბორჯომელი კაცი ვარ, მაგრამ გუჯარეთში პირველად 3 წლის წინ აღმოვჩნდი. მაშინ, ვლადიკავკაზიდან ჩამოსული რამდენიმე ადამიანი წავიყვანე. ბევრი რამ მქონდა გაგებული 1990-იანი წლების ამბებზე, მესმოდა, რაღაც ხმები, თუ როგორ ნაწილდებოდა ხეობის სოფლების ქონება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ისტორიები თითქოს ყველა დაავიწყდა. მაგრამ, რაც მანქანაზე დავჯექი და ამ სოფლებში ხალხის წაყვანა დავიწყე, თითქმის ყოველ წასვლაზე იხსენებენ იმ ამბებს.’’ - ამბობს ჩვენი მეგზური.
და მაინც, რა მოხდა გუჯარულას ხეობაში? მოკლედ რომ ვთქვათ, ორ კვირაში სოფლები დაიცალა. რის წაღებაც შეძლო ხალხმა, წაიღო. რისიც არა – კრიმინალური დაჯგუფების ადამიანებს დარჩათ. მიჰყავდათ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, სამშენებლო მასალები – ბოლოს სახლებსაც კი შლიდნენ და ეს გრძელდებოდა თვეების განმავლობაში.საბოლოოდ, ეს პროცესი იმით დაგვირგვინდა, რომ მიწების პრივატიზაციის დროს, ნაკვეთებიც კი განაწილდა.
ბორჯომის ულამაზესი სოფლები – წაღვერი, ტიმოთესუბანი უკან გვრჩება. ვხედავთ, რომ გზები მოასფალტებულია, სახლები მოწესრიგებულია; ბევრმა საოჯახო სასტუმრო მოაწყო. თუმცა, ვიცით, რომ წინ კიდევ უფრო მეტი სილამაზე გველოდებოდა.
სანამ დიდი აღმართი დაიწყება, წყაროსთან ვისვენებთ – უგემრიელესი წყაროა.
,,მახსოვს, ერთხელ საღამოს 6 საათი იყო. ტრანსპორტი აღარ მოძრაობდა. ქალები მოვდიოდით ბორჯომიდან და წაღვერიდან ვეღარაფერს გავყევით. გზას ფეხით გავუყევით და ღამის 12 საათზე მივაღწიეთ სოფლამდე’’ - იხსენებს ზინა.
თურმე, ხეობაში ავტობუსიც მოძრაობდა. და ეს როგორ? დღეს ხომ ამ გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანას შეუძლია გავლა.
ავიარეთ დიდი აღმართი და თვალწინ უშველებელი სივრცე გადაიშალა. არა ვიწრო ხეობა, როგორც ეს მაგალითად, ძამის ხეობაშია ან სხვაგან. არამედ, ძალიან დიდი სივრცე, მთებს შორის მოქცეული, ოღონდ სუბალპურ ზონაში.
მივდივართ და იწყება სოფლების ჩამოთვლა – მაჭარწყალი, წინუბანი, გვერდისუბანი, ვარდევანი, ოდეთი, ღვთისმშობელი (აიდაროვი), გუჯარეთი, ღინტური, წითელსოფელი (ბერძენთსოფელი).
სოფლებს შორის მანძილი 1 კმ-იც არაა. შემორჩენილი მაღაზიებისა და ყოფილი კოლმეურნეობების ადმინისტრაციულ შენობებში დღეს თივებია შენახული. მჟავე წყლებიც გავიარეთ, ყოფილი პიონერთა ბანაკის ტყე-პარკიც. ერთგან გზა ისე დახრამულა, რომ მეგზურმა თქვა: ბოლოს რომ ვიყავი, ასე არ იყოო. ,,ცოტა ხანიც და ალბათ ამ გზას წვიმა და ნიაღვარი სულ ჩაიტანსო’’
წინუბანს რომ მივუახლოვდით, ის ადგილი ვიცანით, საიდანაც შარშან ჩამოვედით გუჯარულას ხეობაში. ეს გზა ძამის ხეობიდან გადმოდის. აქედან უკვე ყველაფერი ნაცნობი იყო სოფელ ღვთისმშობლამდე.
ღვთისმშობელში ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დავტოვეთ, რათა მწვადისთვის ცეცხლი დაენთო და ნაკვერჩხალი მოემზადებინა. სალოცავში, წესისამებრ, სამი ხაბიზგინით და მწვადით უნდა შევსულიყავით.
მანამდე, გუჯარეთი და წითელსოფელი მოვინახულეთ.
გუჯარეთში ზემოთ ნახსენები ბადრი ჯიგკაევი დაგვხვდა. ის წითელსოფელშია დაბადებული.
,,სადღაც 5 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ზანავში წავიდნენ საცხოვრებლად. კონფლიქტი რომ დაიწყო, 25 წლის არც ვიყავი. ყველაფერი გამზადებული გვქონდა, ბარგი, ტანსაცმელი, თავს დაგვეცნენ კიდევაც, მაგრამ სოფელმა დაგვიცვა. ზანაველებმა არ მისცეს იმის საშუალება, რომ კვლავ შევევიწროვებინეთ’’ - იხსენებს ბადრი.
კონფლიქტიდან 2-3 წლის შემდეგ, მისი ოჯახი წითელუბანში დაბრუნდა, მაგრამ იქ ,,კოოპერატივი’’ დახვდა. კოოპერატივის წევრებმა არ მისცეს იმის საშუალება, რომ წითელსოფელში მეურნეობა მოეწყოთ, ამიტომ ბადრის მამა, ოჯახთან ერთად, გუჯარეთში გადავიდა. მოხუცებული მამა ახლა 82 წლისაა და მეუღლესთან ერთად გუჯარეთში 2020 წლამდე ცხოვრობდა. რაც ბადრის დედა გარდაიცვალა, შვილმა მამა საცხოვრებლად ზანავში დააბრუნა:
,,ახლა, როგორ ვიქნებით? სულ 40 კმ-ია აქედან ბორჯომამდე და მიმოსვლა ჭირს. გზა არ ვარგა, დენი აქ არ არის. ასე გვითხრეს, თუ ზამთარშიც აქ იქნებით ხოლმე, მზის ბატარიებს დაგიმონტაჟებთო. შეუძლებელია ზამთარში აქ ყოფნა.’’ - ამბობს ბადრი.
მისი სიძე, ზაზა თედეშვილი თივას აგროვებდა. ის გუჯარეთსა და წითელსოფელს შორის ვნახეთ.
ზაზამ მეგზურობა გაგვიწია და წითელსოფელში გამოგვყვა. გუჯარეთისგან განსხვავებით, წითელსოფელში სახლების უმრავლესობა საერთოდ აღარ არის. ერთი-ორი სახლია შემორჩენილი, სადაც იორმუღანლოდან ჩამოსული ფერმერები ცხოვრობენ.
ზინამ უთხრა, რომ ამ სოფლიდან იყო მისი ბებია.
ზაზამ და ზინამ საერთო ახლობლები აღმოაჩინეს. ზინას ბებია იყო გვარად ჯიგკაევი. ზაზა კი ჯიგკაევების სიძეა.
ზაზას სურვილია, რომ ყველა დაცლილ სოფელს დაუბრუნდეს ის ხალხი,ან მათი შთამომავლობა, ვინც აქედან წავიდა:
,,აქ 60 კომლი რომ ცხოვრობდა, ეს ადგილი ყველას ყოფნიდა. ეხლა 4-5 კაცისაა მინდვრები და არ ყოფნით. რა ეშველება ამ ხეობას? ის ეშველება, რომ ვინც წავიდა, დაბრუნდეს და მოხედოს. თავიანი კაცი ჭირდება აქაურობას, რომ მიხვდეს და იცოდეს, რა სჭირდება აქაურობას.’’ - ამბობს ზაზა.
ჩვენი მოგზაურობა იმით დასრულდა, რომ საბოლოოდ სოფელ ღვთისმშობელში გავჩერდით. ზინამ თავისი მამის ნასახლარი იპოვა. ასევე, მამის საფლავი. 3 ხაბიზგინით და მწვადით სალოცავში სანთლები დავანთეთ.
ჩვენ თორის მთებიდან ქართლში იმ იმედით დავბრუნდით, რომ მომავალ წელს კვლავ ვესტუმრებით გუჯარეთს, ოღონდ პანდემია დასრულებული იქნება; ჩრდილოეთ ოსეთიდან ზინას ნათესავები ჩამოსვლას შეძლებენ და გუჯარეთში წავლენ, ღამისთევით, როგორც ეს ჩაფიქრებული აქვთ.
სტუმრად გუჯარეთში

ჩვენ – გუჯარეთში
ზინა სანაკოევი (გუჯარეთი - წითელსოფლის
გზაზე)

სოფ. წითელსოფელი
(ბერძენყაუ)

წითელსოფელი

სოფელი ღვთისმშობელი
ზაზამ და ზინამ საერთო ახლობლები აღმოაჩინეს. ზინას ბებია იყო გვარად ჯიგკაევი. ზაზა კი ჯიგკაევების სიძეა.
ზაზას სურვილია, რომ ყველა დაცლილ სოფელს დაუბრუნდეს ის ხალხი,ან მათი შთამომავლობა, ვინც აქედან წავიდა:
,,აქ 60 კომლი რომ ცხოვრობდა, ეს ადგილი ყველას ყოფნიდა. ეხლა 4-5 კაცისაა მინდვრები და არ ყოფნით. რა ეშველება ამ ხეობას? ის ეშველება, რომ ვინც წავიდა, დაბრუნდეს და მოხედოს. თავიანი კაცი ჭირდება აქაურობას, რომ მიხვდეს და იცოდეს, რა სჭირდება აქაურობას.’’ - ამბობს ზაზა.
ჩვენი მოგზაურობა იმით დასრულდა, რომ საბოლოოდ სოფელ ღვთისმშობელში გავჩერდით. ზინამ თავისი მამის ნასახლარი იპოვა. ასევე, მამის საფლავი. 3 ხაბიზგინით და მწვადით სალოცავში სანთლები დავანთეთ.
ჩვენ თორის მთებიდან ქართლში იმ იმედით დავბრუნდით, რომ მომავალ წელს კვლავ ვესტუმრებით გუჯარეთს, ოღონდ პანდემია დასრულებული იქნება; ჩრდილოეთ ოსეთიდან ზინას ნათესავები ჩამოსვლას შეძლებენ და გუჯარეთში წავლენ, ღამისთევით, როგორც ეს ჩაფიქრებული აქვთ.
Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |