Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,ტურისტს ძარცვის მიზნით მისდევდნენ'' - რა თქვეს სასამართლოზე ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე
გორის სასამართლოში 5 ბრალდებულს, უცხოელი ტურისტის მკვლელობის
საქმეზე, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. პროკურორის თქმით,
შუამდგომლობა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.
სასამართლოს სხდომები დაიხურა, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია.
როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ბრიტანელ მოქალაქეს, ძარცვის მიზნით, 7 ოქტობერს ღამით გორში, სადგურის დასახლებაში მდებარე ხიდთან მისდევდნენ.
,,როგორც სასამართლოზე ილაპარაკეს ბიჭებმა, ტურისტს მისდევდნენ რკინიგზის სადგურზე გასაძარცვად, ეს ბიჭი გადავარდნილა ხიდიდან და დამბაზე დაეცა და მერე ჩავარდნილა წყალში. ჩემი ძმა იქ არ ყოფილა.'' - ამბობს დაკავებულის ძმა.
როგორ აღმოჩნდნენ ქალაქის ცენტრიდან რკინიგზის სადგურზე, დაკავებულის ძმა ასეთ ვერსიას ასახელებს:
,,როგორც ბიჭებმა პროცესზე ილაპარაკეს, ტურისტმა ჩემი ძმა გაიცნო მიწისქვეშა გადასასვლელში. თვითონაც მუსიკოსი ყოფილა. ჩემი ძმა რომ უკრავდა, ძალიან მოეწონა. ტურისტმა მერე სხვებიც გაიცნო, რომლებმაც ბარში დაპატიჟეს. დალიეს ალკოჰოლური სასმელი. იქ ჩემი ძმისთვის შეუთავაზებიათ, მოდი გავქურდოთო. ბარიდან გასვლის შემდეგ წავიდნენ რკინიგზის სადგურზე. ჩემი ძმა იქ არ გაყოლია. ვინ მისდევდა ამ ტურისტს, რამდენი მისდევდა, არ ვიცი. ეგ თქვეს ბიჭებმა, რომ მივდევდით და გადავარდა ხიდიდანო'' - აცხადებს ბრალდებული.
ბრალდებულის ძმამ მხოლოდ ის იცის, რომ ბრიტანელმა ტურისტმა, ტომას კენედმა მისი ძმა გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელში გაიცნო.
შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებულებმა და უცხოეთის მოქალაქებ ჯერ ბარში იკამათეს, შემდეგ კი რკინიგზის სადგურზე გადანაინაცვლეს. სადგურზე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ტომას კენედი შემდეგ წყალში გადაადგეს. კენედის ცედარი მდინარემ სოფელ ქვახვრელში (უფლისცხესთან) 10 ოქტომბერს გამორიყა.
არც პროკურატურა და არც სახაზინო ადვოკატი არ ასახელებს იმ ბარს, სადაც უცხოეთის მოქალაქესა და ბრალდებულებს შორის, კამათი მოხდა. კამათის შემდეგ კი ახალგაზრდებმა რკინიგზის სადგურისკენ გადანაცვლეს, სადაც როგორც თავად აცხადებენ, მობილურისა და ტელეფონის წართმევა დაუპირეს.
თუ მართლაც ბრიტანეთის მოქალაქე გაქცევისას ხიდიდან გადავარდა, რატომ არ შეატყობინეს პოლიციას ან სასწრაფო დახმარების ბრიგადას დასახმარებლად? თუ ძარცვის მიზნით მისდევდნენ და ბრიტანეთის მოქალაქე წყალში გადავარდა, როგორ აღმოჩნდა მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათი ბრალდებულების ხელში?
ბრალდებულები, სასამართლო პროცესზე აღნიშნავდნენ, რომ მობილური და პლასტიკური ბარათი ტურისტს ხიდიდან გადავარდნისას გადმოუვარდა ჯიბიდან.
პროკურატურის ოფიციალური ვერსია:
საქართველოს პროკურატურამ, ქ. გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე - გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წარედგინა ვ.ო.-ს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის - ტ.კ.-ს გაძარცვა გადაწყვიტეს და აღნიშნული განზრახვა ვ.ო.-ს გაანდეს, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმავე დღეს, ქ. გორში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ. და გ.ო., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, ტ.კ.-ს მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ. ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ბრალდებულებმა გონებადაკარგული ტ.კ. მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
მომხდარის შესახებ ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ ისევ აცნობეს ვ.ო.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
სამართალდამცველებმა გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ., გ.ო. და ვ.ო. 2021 წლის 10 ოქტომბერს დააკავეს. გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" და მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარებაში მყოფისა, ჯგუფურად), ასევე, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |