Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორში მოკლული თომას კენედის ცხედრის გადასასვენებლად ირლანდიაში მეგობრები თანხას აგროვებენ
ირლანდიაში, ტომას კენედის გადასასვენებლად, მეგობრები თანხას აგროვებენ. ერთ დღეში უკვე 45 000 ევრო შეგროვდა.

ამის შესახებ განცხადება ტომასის მეგობარმა, ოლივია გარეტმა გაავრცელა. მან ტომაისის მშობლების თანხმობით, სპეციალური გვერდი შექმნა:

,,პარასკევს, 9 ოქტომბერს, ჩვენი ულამაზესი ტომი აღმოაჩინეს მდინარე მტკვარში, საქართველოში. ის სასტიკად და ტრაგიკულად დაიღუპა ხუთი ბოროტი ადამიანის ხელით. ჩვენ აბსოლუტურად განადგურებულნი ვართ, სიტყვები არ მყოფნის, ცხოვრება არასოდეს იქნება ასეთი კარგი - ჩვენი ლამაზი ნიჭიერი ბიჭის გარეშე.'' - მიმართავს ოლივია თანამოქალაქეებს.

მისი ინფორმაციით, ტომასის ცხედრის სახლში დაბრუნება Covid19– ის შეზღუდვების გამო, რთულია:

,,ამიტომ შექვმენით GoFundMe გვერდი სახსრების შესაგროვებლად, რათა ტომი რაც შეიძლება მალე მოიყვანონ სახლში. კევინ ბელის რეპატრიაციის ფონდის დახმარებით, ჩვენ მას მივიყვანთ მის საყვარელ სახლში, County Mayo-ში. ჩვენი მიზანია, დავაფინანსოთ ტომის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯები. ეს მოიცავს, ასევე, ტომის ოჯახის წევრების მგზავრობის ხარჯებს საქართველოში სისხლის სამართლის საქმის გასაცნობად" - წერს ტომასის მეგობარი.

ტომას კენედი, გორში, 7 ოქტომბერს მოკლეს. მისი ცხედარი 9 ოქტომბერს, მდინარე მტკვარში გორიდან 10 კმ-ში, სოფელ ქვახვრელში იპოვეს.

პოლიციამ ფაქტზე 5 პირი დააკავა, აქედან 4-ს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ჩადენაში ედება ბრალი, ხოლო მეხუთე პირს - დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.