Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ნიქოზში მიწის ხვნის დროს მტკვარ-არაქსის კულტურის ნიმუშები გამოჩნდა


გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში მტკვარ-არაქსის კულტურის ნიმუშები აღმოაჩინეს.

არქეოლოგიური გათხრები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა მკვიდრმა, ბადრი დევიძემ საკუთარ ნაკვეთში, მიწის ხვნის დროს, უცნაური ნივთები იპოვა.

საქმეში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის წარმომადგენები ჩაერთვნენ. პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფმა ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური გათხრები დაიწყეს.

გათხრები მიმდინარეობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივად დაფინანსებული პროექტის ,,არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს" - ფარგლებში.

აღმოჩნდა სამარხის ნაშთი, რაზეც ნაწილობრივ გაწმენდილი თიხის ჭურჭლის სპეციფიური, მტკვარ–არაქსის არქეოლოგიური კულტურისათვის დამახასიათებელი ფორმა და დამზადების ტექნოლოგია (ჩარხის გარეშე, ხელით ძერწვა) მიუთითებს.

ნიადაგის 20 სმ. სისქის ფენაში აღმოჩნდა, ბრინჯაოსგან ჩამოსხმული, სასუფრე ჭურჭლის (ოინოჰოია?) ყელისა და მხრის შეერთების, ძლიერ დეფორმირებული ფრაგმენტი.

,,ხერხდება იმის გარკვევა, რომ მართკუთხედის გეგმის მქონე სამარხის ორმო სამხრეთ–ჩრდილოეთის ხაზზეა დამხრობილი; დღეისათვის სამარხში გამოვლენილი მიცვალებულის ძვლოვანი ნაშთების (ქალა და წვივის ძვალი) მიხედვით, წინასწარულად შეიძლება ითქვას, რომ ადრებრინჯაოს ხანის მიწურულს (ძვ.წ.III ათასწ. შუა ხანები) გაჭრილ ამ სამარხში მიცვალებული ხელ–ფეხმოხრილ პოზაში დაუკრძალავთ, თავით სამხრეთაღმოსავლეთისკენ და თან თიხის მცირე ზომის ქოთნით სასმელი ან საჭმელი ("საგზალი") გაუტანებიათ.'' - აცხადებს არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი.

სამუშაო ჯგუფში შედიან: პროფესორ გიორგი სოსიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი (პროექტის მეცნიერ-კონსულტანტი), არქეოლოგი ირაკლი სოზიაშვილი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები: სოფიკო სეხნიაშვილი, სალომე გელდიაშვილი, თეონა მამესწარაშვილი და თეონა ქოქაშვილი.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.