ხელბურთელთა გუნდი ,,გორი“ უმაღლესი ლიგის მეორე ჯგუფში ლიდერია.
ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა თბილისის ,,სპორტუნთან" გამართა.
გორელებმა პირველ ტაიმში 22:19 აჯობეს მეტოქეს, საბოლოოდ კი 44:39
სძლიეს მოწინააღმდეგეს.
ყველაზე მეტი - 10 გოლი ბექა გახოკიძემ გაუტანა მეტოქეს, 8-8 გოლი კი
თორნიკე გაგალოშვილის და ნოდარ დალაქიშვილის ანგარიშზეა.
6 გოლი გაიტანა გიორგი ახალბედაშვილმა, 4 - 4 ლაშა შემშენოვმა და
გიორგი თედიაშვილმა, 2 - ლუკა ბიძინაშვილმა და 1-1 გოლი შეაგდეს ვაკო
კვარიანთაშვილმა, მიხეილ ბაბუციძემ. ითამაშეს ასევე საბა ტურაშვილმა
და მეკარეებმა - არჩილ გარიშვილმა, ბაკურ ჯაფარიძემ და ალეკო
გელაშვილმა.
გუნდის ხელმძღვანელი გია მამაცაშვილი, მოთამაშე - მწვრთნელი თორნიკე
გაგლოშვილი