ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გორის ,,დილამ'' ქუთაისის ,,ტორპედოს''
უმასპინძლა.
შეხვედრა გორელების გამარჯვებით - 5:0 დასრულდა.
ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს რევაზ ჩიტეიშვილმა გახსნა. მეორე
გოლი - ნიკა გაგნიძემ. მესამე და მეოთხე გოლი ტიერი გეილის ეკუთვნის,
ხოლო მეხუთე გოლი გიორგი ცეცხლაძემ გაიტანა. ეს გოლი ცეცხლაძისთვის
სადებიუტოა.
ამ ეტაპზე ,,დილა'' სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზეა. ,,ტორპედო''
კი - მეექვსეზე. პირველ ადგილზე ბათუმის დინამოა, შემდეგ მოდის
თბილისის დინამო. შემდეგ სამგურალი და საბურთალო.
კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში მეორე წრე მიმდინარეობს.