შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ლალი
ოსიყმიშვილი ამჟამად დიდი ოთხეულის ერთ-ერთ საერთაშორისო აუდიტორულ
კომპანიაში Ernst&Young მუშაობს, სადაც გადის სტაჟირებას და
სამომავლო კარიერის გაგრძელებასაც გეგმავს.
ის ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტია, ფინანსების ინგლისურენოვან
პროგრამაზე.
2022 წელს, ხუთ თანაკურსელთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ბანკისა
და TBCS Consulting-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში, ჰარვარდის ბიზნეს
ქეისების ამოხსნის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახეს, დაიკავეს მეორე
ადგილი რომლის საპრიზო ფონდიც 6 000 ლარს შეადგენდა.
ოქროს მედალზე დაამთავრა კასპის #1 საჯარო სკოლა. მუნიციპალიტეტში
ეროვნულ გამოცდებში ქართულში და ზოგად უნარებში ყველაზე მაღალი ქულის
მიღებისთვის მერიისგან გადაეცა ფულადი ჯილდო. 100%-იანი სახელმწიფო
გრანტით სწავლა განაგრძო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ინგლისურენოვან
პროგრამაზე.
უნივერსიტეტში პირველი კურსიდან დღემდე დანიშნული აქვს ყოველთვიური
სტიპენდია.
4 წლის განმავლობაში მეხუთედ გახდა კასპის მერიის მიერ დაწესებული
პოლკოვნიკ "ტარიელ შარიფაშვილი"-ს სახელობის სტიპენდიის მფლობელი.