ზნაურის რაიონში ორი ადამიანი ტრაქტორით მდინარე ფრონეში
გადავარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა
სამინისტრო ავრცელებს.
პრეს-სამსახურის განცხადებით, ტრაქტორს 39 წლის ასაკის მამაკაცი
მართავდა, რომელმაც საჭის მართვის დროს კონტროლი დაკარგა.
შემთხვევა სოფელ წორბისის სიახლოვეს მოხდა.
დაშავებულები საავადმყოფოში მოათავსეს.