გორში, სტალინის გამზირზე, დასაწყობებული ქონება, კერძოდ
მეტალოპლასტმასის ფანჯრები მოიპარეს.
ამის შესახებ პოლიციას სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა
აცნობეს.
შემთხვევის ადგილზე, გორის შს სამმართველოს თანამშრომლები და
ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.
დგინდება ზარალი, რომელიც მთავრობას მიადგა.
აღნიშნული ფანჯრები უნდა დამონტაჟებულიყო იმ კორპუსების ბინაში,
რომელიც საქართველოს მთავრობის ,,განახლებული რეგიონების'' პროექტების
ფარგლებში ხორციელდება.