მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 78-ე წლისთავზე ცხინვალში აღლუმი
გაიმართა.
ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მანქანებით და ველოსიპედებით მოეწყო.
ოსური სააგენტო ,,რესის'' ცნობით, მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს
სამხედროებმა მარშალ ჟუკოვის მანქანით.
როგორც ცნობილია, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე
წლისთავი ომის ვეტერანების გარეშე ჩაიარა. ერთადერთი ვეტერანი 100
წლის ვასილ კაბულოვი ვლადიკავკაზში ცხოვრობს.