ქალაქი ხაშური, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერის მიმდებარე
ტერიტორიაზე , 2023 წლის 26 მაისს 2-დღიანი კონცერტი გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია ხაშურის მერიიდან მოგვაწოდეს.
ღონისძიებების საორიენტაციო პროგრამა ასეთია:
• გმირთა მემორიალების ყვავილების გვირგვინით შემკობა;
• 13:00 - დამონტაჟებული უნდა იყოს სცენა და აპარატურა;
• კოსტუმირებული მსვლელობა - ხაშური რუსთაველის ქუჩა - წმინდა დიმიტრი
ყიფიანის სახელობის მოედანი;
• ფეინთბოლის ჩემპიონატი;
• ადგილობრივი მხატვრების, მეწარმების და სახვითი ხელოვნების
ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
• ადგილობრივი კოლექტივების კონცერტი, ჭადრაკის ღია პირველობა;
• საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება ცოცხლად;
• ანიმატორების გასართობი პროგრამა;
• წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნლების დაჯილდოების
ცერემონიალი;
• მოწვეული ბენდებისა და მომღერლების საზეიმო გალა კონცერტი;
• საზეიმო ფოიერვერკი;
რაც შეეხება 2023 წლის 27 მაისს, მერიის ცნობით, მოწვეული იქნებიან
მუსიკოსები და მომღერლები.