ხაშურში 26 მაისის დღის აღსანიშნავად ორდღიანი კონცერტები გაიმართება.
ამისათვის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყო.
ღონისძიებები 26-27 მაისს გაიმართება.
მერიამ ბენდების შესარჩევად ორი კვირის წინ კონკურსი გამოაცხადა,
თუმცა კონკურსში არც ერთმა ბენდმა მიიღო მონაწილეობა.
ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, თუ როგორ ბენდს ეძებს მერია კონცერტში
მონაწილეობის მისაღებად:
ადგილობრივი
ბენდის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ 3 წევრი,
ბენდს ან ბენდის სოლისტს მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული ადგილობრივ
ან/დასაერთაშორისო პროექტებში, ბენდს უნდა გააჩნდეს მრავალფეროვანი
მუსიკალური პროგრამა, ცოცხალი შესრულებით; ბენდმა უნდა შეასრულოს
არანაკლებ 15 სიმღერა არანაკლებ 1.00 (ერთი საათი), რეპერტუარში უნდა
შედიოდეს როგორც საკუთარი ისე კარგად ცნობილი, პოპულარული
სიმღერები.
ბენდი -
საქართველოს მასშტაბით ცნობილი პოპ-როკ ჟანრის ბენდის შემადგენლობაში
უნდა იყოს არანაკლებ 5 წევრი (არანაკლებ 1 მდედრობითი სქესის წევრი)
(ვოკალი, კლავიში, ბას გიტარა, ელ. გიტარა, დრამი). ბენდს მონაწილეობა
უნდა ქონდეს მიღებული ქართულ მუსიკალურ სატელევიზიო პროექტებში,
მსმენელში მეტი ცნობადობის მიზნით; ბენდს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2
წლიანი აქტიური მოღვაწეობის გამოცდილება; მრავალფეროვანი მუსიკალური
პროგრამა ცოცხალი შესრულებით; ბენდმა უნდა შეასრულოს არანაკლებ 1,20
საათიანი პროგრამა. რეპერტუარში უნდა შედიოდეს კარგად ცნობილი,
პოპულარული სიმღერების ქოვერები და ბენდის საკუთარი სიმღერები; ბენდი
უნდა იყოს გაწევრიანებული საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში
და გააჩნდეს ექსკლუზივი - პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს
დამადასტურებელი ცნობა საავტორო უფლებათა ასოციაციიდან.
როკ-ბენდმა
უნდა შეასრულოს ცნობილი როკ სიმღერების ქოვერების არანაკლებ 45 წუთიან
პროგრამას; ბენდის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არანაკლებ 4 წევრი -
მათ შორის 1 დრამერი, 1 ბასგიტარისტი, 1 ელექტრო გიტარისტი და 1
ვოკალისტი; როკ ბენდს მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული საქართველოს
მასშტაბით გამართულ მუსიკალურ ფესტივალებში და კონცერტებში, როკ
ბენდის წევრებს მრავალწლიანი სასიმღერო გამოცდილება უნდა გააჩნდეთ
როგორც ერთობლივ ჯგუფში მოღვაწეობისას ასევე ცალ-ცალკე.