ქალაქ ცხინვალში 19 წლის ბიჭი, წინასწარი ინფორმაციით, მოკლეს.
ცხედარი საცხოვრებელ სახლში ნახეს. სტუდენტი ახალგორიდან იყო და
ცხინვალის უნივერსიტეტში სწავლობდა.
19 წლის ვიაჩესლავ თიგიევის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული და
აღენიშნებოდა ძალადობის კვალი.
დე-ფაქტო შინაგან სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.