ახალი ამბები
ტანის ხეობაში სოფელი ბოშური დაისეტყვა
15:01 / 02.06.2023
ტანის ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბოშური დაისეტყვა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, სოფელ ბოშურის ჯგუფში ვრცელდება.
მოქალაქე წერს, რომ სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში ვრცელდებოდა.
ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.