ადიდებულმა ლიახვმა ქალაქ ცხინვალის სასმელი წყლით მომარაგებას
პრობლემები შეუქმნა. დაზიანდა ედისი-ცხინვალის მაგისტრალი, რომლითაც
ცხინვალის მოსახლეობა წყლით მარაგდება.
ედისი-ცხინვალის წყალსადენი შაბათს, 2023 წლის 11 ივნისს დაზიანდა.
დაზიანებულია სარეზერვო მაგისტრალიც. ამიტომ, მოსახლეობა წყლის გარეშე
დარჩა.
როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება,
მილის აღსადგენად ორი დღე და ღამე მუშაობდნენ. სამუშაო პროცესს
ესწრებოდა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც.
ცხინვალის წყალკანალის გენერალური დირექტორის ივან სიუკაევის თქმით:
"მუშაობა ზედიზედ მეორე დღეა გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ
იმისთვის, რომ დედაქალაქს წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს", -
განაცხადა მან.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ავარიის ადგილზე
იმყოფებოდა სამუშაოსთვის.
"აუცილებელია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ავარიის შედეგები დროულად
აღმოიფხვრას. გმადლობთ თითოეული თქვენთაგანის მუშაობისთვის", -
განაცხადა ალან გაგლოევმა.
ქალაქ ცხინვალის ადმინისტრაციის უფროსმა რომეო ხუგაევმა განაცხადა,
რომ მუშები პირველივე დღიდანვე ცდილობენ ავარიის აღმოფხვრას
მაგისტრალურ წყალსადენზე.