გორში ,,ქართული ოცნების'' რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ლადო
ხინჩეგაშვილი აირჩიეს.
ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების
შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, რაიონული ხელმძღვანელების გარდა, არჩეულია ბიუროს 9
წევრი.
ლადო ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერია.
დღეს გორის თეატრში ,,ქართული ოცნების'' პარტიული კონფერენცია
გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერები ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე
ესწრებოდნენ.