გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში ძროხა ჭაში ჩავარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის წარმომადგენელი ზურაბ ყაჯრიშვილი
ავრცელებს.
მისი ცნობით, ჭიდან ძროხის ამოსაყვანად სამაშველო სამსახურის
გამოძახება გახდა საჭირო.
სოფლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ჭიდან საქონელი უვნებელი
ამოიყვანეს.
,,ეს იყო გამოუყენებელი ჭა, ოჯახს დაფარებული ჰქონდა სახურავი, მაგრამ
საქონელმა რატომღაც გადაწია და ჩავარდა. არაფერი აქვს დაზიანებული
ძროხას'' - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი.