კასპში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა
ახალ შენობაში, სადაც 20 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს, მოწყობილია
თანამედროვე სტანდარტის სამუშაო, სასწავლო და მოსასვენებელი
ოთახები.
შენობაში განთავსებულია სპორტული დარბაზი, სამზარეულო და სრულად
ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. განყოფილებაში, ასევე
გათვლილია სპეციალური სადგომი 4 სპეციალური სახანძრო და სამაშველო
ავტომანქანისათვის.
2023 წელს სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნა, ასევე დაგეგმილია დაბა
აბასთუმანშიც.