ახალი ამბები
დღეს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლის მოძრაობა 17:00 საათიდან განახლდება
დღეს, 3 ივლისს, მატარებლის მოძრაობა 17:00 საათიდან განახლდება.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით,, ამ დროისთვის სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი.

დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:

#804 თბილისი-ბათუმი 17:05
#807 ბათუმი-თბილისი 17:15
#801 ბათუმი-თბილისი 18:20
#812 თბილისი-ბათუმი 0:35
#811 ბათუმი-თბილისი 0:45
#869 ზუგდიდი-თბილისი 17:25
#874 თბილისი-ფოთი 17:30

2 ივლისის რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

მატარებლის რეისები გუშინ, 3 ივლისს მეწყრის გამო გაუქმდა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მეწყერი სადგურ მარელისთან ჩამოწვა.
Print