საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა პროექტი,
რომელსაც გორის უნივერსიტეტი, ასევე, მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის
წარმომადგენლები და მოსწავლეები განახორციელებენ.
ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის
ვებ-გვერდზე
გამოქვეყნდა.
პროექტის სახელწოდებაა ,,ანტიბიოტიკების, პესტიციდებისა და მძიმე
მეტალების ზეგავლენა თაფლის ხარისხზე შიდა ქართლში ".
პროექტის ხელმძღვანელია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული
პროფესორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, თინათინ იოსებიძე;
თანახელმძღვანელი კარალეთის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის
მასწავლებელი - ნელი ნაოჭაშვილი; ასისტენტი - ქეთევან გელაშვილი,
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი.
პროექტში ჩართულნი არიან: სვენეთის საჯარო სკოლა - მასწავლებელი ლია
ჯილავდარი; ქვეშის საჯარო სკოლა - მასწავლებელი მაია ავსაჯანიშვილი,;
ბერშუეთის და ქვემო სობისის საჯარო სკოლები - მასწავლებელი თამარ
ბერიძე.
ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა წელს გამოაცხადა კონკურსი – "მეცნიერება
იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით".