უკრაინაში დაღუპული ჯონი ოდიშვილის ცხედარი ტყვიავში დაკრძალეს.
დაკრძალვას მისი თანამებრძოლებიც ესწრებიან.
ტყვიავში იმყოფებიან ის ადამიანებიც, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა
ფრონტზეც იბრძოდნენ, მათ შორის, ერგნეთელი გიორგი კასრაძე.
,,ჩვენ სხვადასხვა ქვედანაყოფიში ვიბრძოდით, მაგრამ როგორც
მებრძოლებისგან ვიცი, პროფესიონალი იყო. დაბომბვაში მოყვა და ასე
დაიღუპა'' - ამბობს გიორგი კასრაძე.
33 წლის ჯარისკაცი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.
რამდენიმე თვის წინ ბრძოლის ხაზზე დაიჭრა, თუმცა მას შემდეგ, რაც
გამოჯანმრთელდა, კვლავ დაბრუნდა უკრაინაში.