წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა 42 დღე გრძელდება. იწყება 1
ივნისიდან და გრძელდება 12 ივლისამდე.
თითქმის 1700 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოციქულთა სწორმა წმ. ნინომ
ქართლი მოაქცია. ნინო საქართველოში დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის
მთებიდან შემოვიდა. ,,მოქცევაი ქართლისაის'' ცნობით, მას ღვთისმშობლის
მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა 31 წლის წინ დაწესდა.
წმინდა ნინოს ქადაგებით, 326 წელს საქართველოში ქრისტიანობა
სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა
და დედოფალ ნანას ეპყრათ.
წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში
ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა
აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება.