გორში
ახალგაზრდებს შორის
საერთაშორისო ტურნირი კრივში საზეიმოდ გაიხსნა.
ტურნირი ევროპის ჩემპიონის გიორგი
კანდელაკის სახელობისაა და წელს მეცამეტედ ტარდება.
შეჯიბრებაში ქართველ სპორტსმენებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ
ახალგაზრდა მოკრივეები უნგრეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან,
სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.
ტურნირის მონაწილეები პირველობისათვის 13 წონით კატეგორიაში
იბრძოლებენ.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის
სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით
იმართება.
შეჯიბრებას გორი სპორტის სასახლეში 9 ივლისის ჩათვლით
უმასპინძლებს.