ისტორიკოსი ბადრი რაზმაძე წიგნის გამოსაცემად სპონსორს ეძებს.
81 წლის ასაკის მეცნიერი ამჟამად სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს.
ამბობს, რომ წიგნი ქართულ წეს-ჩვეულებებს ეხება, რომლის დავიწყება
დაუშვებელია.
,,ამ წიგნში რამდენიმე ტრადიციას ვეხები, მაგრამ არ ვეხები
ქორწინებისა და დაკრძალვის ტრადიციებს. ეს ტრადიციები ხელუხლებელია და
მას დაცვა არ ჭირდება. ჩემ წიგნში კი ის წეს-ჩვეულებები მაქვს
მიმოხილული, რომელიც სულ მალე დავიწყებას მიეცემა'' - ამბობს ბადრი
რაზმაძე.
მისი თქმით, ამ წიგნის დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ის
100-200 ეგზემპლარი იყოს.