ახალი ამბები
მეჯვრისხევის სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
დღეს დილით რუსმა სამხედროებმა 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ამის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგემ ლექსო ბატიაშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც სახელმწიფო უააფრთხოების პრესსამსახურმა დაგვიზუსტა, დაკავება მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის სიახლოვეს.

ამ ეტაპზე უცნობია დაკავებულთა ვინაობა და სხვა დეტალები. პრესსამსახურის ცნობით, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.
Print