ქალაქ გორში ხრეშის მანქანის მძღოლი დააჯარიმეს, რომელიც სატვირთო
მანქანით ცენტრალურ ქუჩაზე გადაადგილდებოდა.
,,აგარიდამ მომაქვს ხრეში და მივდივარ ატენში. გამაჩერეს და მითხრეს,
რატომ არ გადააფარე და ღია წესით მოძრაობო. მე არ ვიცოდი, თუ ასე იყო
საჭირო"-გვითხრა მძღოლმა.
როგრც ინსპექციის წარმომადგენლებმა საჯარიმო ოქმში აღნიშნეს, საჯარო
ოქმი გამიწერილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 152-ე
მუხლის მეექვსე ნაწილის საფუძველზე.
,,ეს ოქმი გადაიგზავნება სასამართლოში, სადაც მოხდება განხილვა. ამ
ეტაპზე ჩვენ მინიმალურ ზომებს ვუყენებთ"- აცხადებს ინსპექციის
წარმომადგენელი.
მუნიციპალური ინსპექცია გორში მერიამ დააფუძნა.