ახალი ამბები
კონცერტი ხაშურში მეუფის ლოცვა-კურთხევით
9 ივლისს, ხაშურში კონცერტი გაიმართა. როგორც ორგნიზატორები აცხადებდნენ, უამინდობის გამო, საზეიმო ღონისძიება ნახევარი საათის დაგვიანებით, 20:30 სთ-ზე დაიწყო.

კონცერტი ანსამბლ ,,შავნაბადას'' მონაწილეობით გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო ,,ახალი ბანას'' ახალგაზრდულმა გუნდმა.

როგორც ხაშურიდან იტყობინებიან, კონცერტი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის ლოცვა-კურხთევით დაიგეგმა და მიეძღვნა კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებს.

ფოტო: ხაშური ჩემი ქალაქია
Print