ახალი ამბები
ცხინვალის რაიონში ტყეში დაკარგული მამაკაცი 3 დღის შემდეგ იპოვეს
ცხინვალის რაიონში დაკარგული მამაკაცი 3 დღის შემდეგ იპოვეს.

სააგენტო რესის ცნობით, მაშველებმა ის ტყეში ნახეს.

დაკარგული იყო 52 წლის იბრაჰიმ დუდაევი, რომელიც სოფელ ბიყარში, მეჯუდის ხეობაში ცხოვრობს.

ის სახლიდან 8 ივლისს დილით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
Print