ახალი ამბები
გორის მერიამ იმ სკვერის პროექტი წარმოადგინა, რომელიც ახალი ხიდის გვერდით გაკეთდება
გორში, ახალი ხიდის გვერდით, ბარნოვის ქუჩაზე სკვერი გაკეთდება.

როგორც მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტშია აღნიშნული, ფართობი დაახლოებით 890 კვ.მ-ია.

ეს ის ადგილია, სადაც ახალგაზრდები ხშირად იკრიბებიან. ჩსასვლელი კიბე ,,მადაგონის'' სუპერმარკეტის გვერდით მდებარეობს და ხშირად დაბინძურებულია.

როგორც სუპერმარკეტის მენეჯერი წერს, ტერიტორიის დასუფთავება ,,მადაგონის'' თანამშრომლებს უწევთ.

პროექტის ავტორის გაანგარიშებით, სამუშაოები დაახლოებით 134 000 ლარის ღირებულებისაა.
Print