ახალი ამბები
გორის მერიამ ნახევარმილიონ ლარად გაყიდა მიწა კომბინატის დასახლებაში
გორში, ბამბეულის კომბინატის ტერიტორიაზე, მიწა ნახევარმილიონ ლარად გაიყიდა.

აუქციონზე კონკრეტულმა პირმა პირველივე ბიჯზე გაიმარჯვა. ამ ეტაპზე უცნობია მისი ვინაობა, რადგან ჯერ თანხა გადახდილი არა აქვს და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში ცვლილებები არ განხორციელებულა.

მიწა ინვესტორმა 550 ათას ლარად იყიდა და ვალდებულია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ინვესტორი ასევე ვალდებულია, რომ გორის ბიუჯეტში თანხა 17 ივლისამდე გადაიხადოს.

მიწის ფართობი 6 311 კვ.მ ფართობს მოიცავს.

 

Print