ორი კვირაა გორის ერთ-ერთ დიდ ქუჩაზე კანალიზაციის ფეკალიები
მიედინება.
როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, გაუსაძლისია ცხოვრება,
განსაკუთრებით ზაფხულის პირობებში.
,,ძმები რომელაშვილების ქუჩა იძირება, როგორც ვენეცია, კანალიზაციის
წყლებში უკვე ორი კვირაა. გვიშველეთ,... დაგვეხმარეთ'' - გვაცნობეს
მოქალაქეებმა.
გაერთიანებული წყალმომარაგების შიდა ქართლის ორგანიზაციაში
აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილებას მხოლოდ ერთი
მანქანა ემსახურება, რომლითაც ბრიგადები მოძრაობენ.
თუმცა, წყალმომარაგების კომპანიიდან ძმები რომელაშვილების ქუჩამზე სულ
რაღაც 1-2 კმ-ია.