ახალი ამბები
,,ტირძნისელი ახალგაზრდების მოთხოვნას უახლოეს დღეებში დავაკმაყოფილებთ'' - კეთილმოწყობის სააგენტო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში ახალგაზრდები ითხოვენ, რომ სტადიონზე დაზიანებული ნათურები გამოიცვალოს.

ამის შესახებ ,,ქართლის ამბებმა'' სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა. რეპორტაჟის მიხედვით, ნათურები თითქმის ერთი თვეა დაზიანებული, თუმცა გორის კეთილმოწყობის სააგენტომ რეაგირება არ მოახდინა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მოთხოვნა უახლოეს დღეებში დაკმაყოფილდება, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.

,,3 კვირაა, რაც დაზიანებულია ნათურები. გვითხრეს გავაკეთებთო, მაგრამ ცოტა დააგვიანეს. ვთხოვთ, მთავრობას, გამგებელს, ვინცაა, რომ გააკეთონ ნათურები'' - ამბობენ ახალგაზრდები.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში ახალგაზრდები ცდილობენ, სტადიონზე ვარჯიში და გართობა მზის ჩასვლამდე მოასწრონ.

სად წავიდა ნათურები, რომელთა შესაძენად გორის კეთილმოწყობის სააგენტოში ათასობით ლარია გამოყოფილი? ,,ქართლის ამბები'' შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ცდილობს მოიძიოს შესაბამისი დოკუმენტაცია.


Print