ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარმანიშვილისკარში დახმარებას
ითხოვენ.
როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, სოფლის ერთდერთი გზა ძალიან
დაზიანებულია, რის გამოც დასახლებამდე მანქანები ვერ ადის.
მათი თქმით, პრობლემის შესახებ ხაშურის მერიას აცნობეს, თუმცა
ხელისუფლების წარმომადგენლები მათ არ უსმენენ:
,,ეს ჩვენი სოფლის ერთადერთი გზაა, რომელიც ისეა გაფუჭებული, რომ
მანქანა ვერ შემოდის, სასწრაფო დახმარების მანქანა რომ დაგვჭირდეს,
ისე მოკვდება ადამიანი, ექიმი ვერ მოაღწევს, იქნებ ხმა მიაწვდინოთ,
ვისაც ევალება, ჩვენ არ გვისმენენ.'' - გვაცნობეს სარმანიშვილის
კარიდან.
სოფელი ქვიშხეთის თემში შედის. ბოლო მონაცემებით, 36 კომლი ცხოვრობს.