ახალი ამბები
რატომ მოდის გორში ყვითელი ფერის წყლის მასა
გორში, ძმები რომელაშვილების ქუჩაზე დღეს უკვე ყვითელი ფერის წყალი მოედინება.

როგორც ვწერდით, აღნიშნულ ქუჩაზე, 3 კვირაა კანალიზაციაა დაზიანებული.

თუკი, ამ დრომდე, ქუჩაზე მხოლოდ ჩვეულებრივი ფერის წყალი მიედინებოდა, დღეს უკვე ტერიტორია ასე გამოიყურება.

გორის მერიაში პასუხისმგებლობას წყალმომარაგების კომპანიას აკისრებენ. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანებულია სასმელი წყლის მილი, თუმცა, ყვითელი ფერის მასა საიდან გაჩნდა, ამ ეტაპზე უცნობია.

ქვემოთ ფოტოზე: რომელაშვილების ქუჩა წინა დღეს

Print