ხაშურში, 12 ივლისს, პოლიციის თანამშრომლებმა ერთ-ერთი ბინიდან 850
კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.
ამის გამო, დააკავეს მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ
სტუდენტია.
საქმის მასალები პოლიციამ ჯერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურს, შემდეგ კი პროკურატურას გადაეცა
ახალგაზრდა მამაკაცს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200
მუხლით წაუყენეს ბრალი. სტუდენს ჯარიმა ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი
თვიდან ორ წლამდე ემუქრებოდა, უარეს შემთხვევაში პატიმრობა ვადით
ორიდან ოთხ წლამდე.
ახალგაზრდა მამაკაცის ინტერესები სახაზინო ადვოკატმა გიგა
ჯეირანაშვილმა დაიცვა.
სახაზინო ადვოკატსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება
გაფორმდა. სტუდენტმა დანაშაული აღიარა და იგი პირობითი ვადით
გაათავისუფლეს.
საიდან აღმოჩნდა უაქციზო სიგარეტი ხაშურში, ბრალდებულს არ
განუმარტავს. პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის განცხადებით, კონტრაბანდული
თამბაქო შემოსავლების სამსახურს გასანადგურებლად გადასცეს.