სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ითხოვს
ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკის დაჯარიმებას.
ამის შესახებ სასამართლოში შესაბამისი ოქმი წარადგინეს. ოქმის
მიხედვით, ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკა დაჯარიმდა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე პრიმა პირველი მუხლით.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას
სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევისათვის. კერძოდ,
,,ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ დადგენილ ვადაში
ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო
პირობების შეუსრულებლობა
გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის
გასამმაგებას "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.'' - აღნიშნულია
მითითებულ მუხლში.
ჩვენ მივწერეთ რეგულირების სააგენტოს დამატებითი ინფორმაციის
მისაღებად, თუ რა კონკრეტული პირობების შეუსრულებლობა იგულისხმება,
რეგულირებიის სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო ქიზიყურაშვილმა მოგვწერა
შემდეგი სახის შინაარსის წერილი:
,,გაცნობებთ, რომ თქვენ არ წარმოადგენთ იმ სამართლებრივ ურთიერთობათა
მხარეს, რომლის შესახებაც ითხოვთ ინფორმაციას. შესაბამისად, სააგენტო
მოკლებულია შესაძლებლობას გადმოგცეთ მოთხოვნილი ინფორმაცია.'' -
გვწერს ნინო ქიზიყურაშვილი.
სასამართლო გაარკვევს, რამდენად სამართლიანი რეგულირების სააგენტოს
მოთხოვნა.