5 წლამდე ასაკის ბავშვს, რომელიც დღეს დილით, გორში კორპუსის მესამე
სართულიდან გადმოვარდა, თბილისში გადაიყვანენ.
ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გვაცნობეს.
ადმინისტრაციის ცნობით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მიღებული
აქვს ქალა-ტვინის ტრავმა.
,,იგეგმება მცირეწლოვანი პაციენტის რეფერირება თბილისში ბავშვთა
სპეციალიზებულ კლინიკაში.'' - აღნიშნავენ კლინიკაში.
დღეს დილით, გორში, კორპუსის მესამე სართულიდან 5 წლამდე ასაკის
ბავშვი გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის
მისვლამდე მშობელმა საავადმყოფოში გადაიყვანა.