წუხელ გვირილას მაღაზიაში განგაში გამოცხადდა.
გორში სადგურის დასახლებაში მდებარე სუპერმარკეტში სავარაუდოდ
უკანონოდ შეღწევა სცადეს.
ადგილზე მისულ პოლიციელებს არავინ დახვდა. გადაწყვიტეს სათვალთვალო
კამერების ჩანაწერების დათვალიერება.
პოლიციის თანამშრომლებმა კომენტარი არ გააკეთეს.
,,გვირილას"" ქსელის მაღაზიის ქურდობის შემთხვევა ორი კვირის წინ
მოხდა კომბინატის დასახლებაში.