ახალი ამბები
ახალგორის ბავშვთა ხელოვნების სახლის ეზო - ფოტო
ასე გამოიყურება ახალგორში, ბავშვთა ხელოვნების სახლის ეზო. ფოტოს სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ამ სახლის წარმომადგენლები მის წინააღმდეგ კვლავ ბინძურ კამპანიას ეწევიან.

კერძოდ, გუშინ, ახალგორში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან. ალან გაგლოევთან შეხვედრის დროს, რამდენიმე მოქალაქემ თამარ მეარაყიშვილი უარყოფითად მოისხენია.

კერძოდ, ბავშვთა ხელოვნების სახლის წარმომადგენლების ცნობით, თამარ მეარაყიშვილი რაიონის შესახებ უარყოფით ცნობებს ავრცელებს.

თამარ მეარაყიშვილის ცნობით, სწორედ, ასეთი ფაქტების გახმაურების გამო, ილაშქრებენ კონკრეტული პირები მის წინააღმდეგ.


Print