ახალი ამბები
MMA-ს მებრძოლი შოთა ბეთლემიძე დააკავეს
შერეული ორთაბრძოლების (MMA) წარმომადგენელი შოთა ბეთლემიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას MMA-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

სასამართლო პროცესში დღეს თბილისში იმართება, ამიტომ, მებრძოლები მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ:

,,5 შვილის მამა, 2008 წლის ომის ვეტერანი, არაერთხელ დაჯილდოვებული და ასევე MMA-ს მებრძოლი, უამრავლჯერ უსახელებია საქართველო, ასევე ზრდის ნაღდ მამულიშვილებს, ავარჯიშებს და უზიარებს გამოცდილებას! არ შეიძლება ეს კაცი მივატოვოთ, ყველა გარეთ'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შოთა ბეთლემიძე დაკავებულია ყალბი მართვის მოწმობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე, რაც შერეული ორთაბრძოლების წარმომადგენლებისთვის შეთითხნილი ბრალდებაა.

შოთა ბეთლემიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრიდანაა. 2008 წლის ომში მხედრული მამაცობისთვის დაჯილდოებულია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ორდენით.

აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს.


Print