გორის ბაზარი 1000 ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ მოქალაქეებს
სურსათის წარმომავლობის შესახებ, ინფორმაცია არ მიაწოდა. ამის მიზეზი
მოქალაქის მხრიდან განხორციელებული ზარი გახდა.
2023 წლის 13 ივლისს მოქალაქემ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აცნობა,
რომ გორის აგრარულ ბაზარში, ,,გეორგია 21-ე'' საუკუნეში ,,ცოცხალი
თევზი'' დოკუმენტაციის გარეშე იყიდებოდა.
სურსათის ერონული სააგენტოს თანამშრომლებმა 14 ივლისს განახორციელეს.
მათ აღმოაჩინეს, რომ თევზი მართლაც დოკუმენტაციისა და ეტიკეტირების
წესის გარეშე იყიდებოდა.
როგორც სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მოქალქეს
წერილობით აცნობა, ბიზნესოპერატორი დაჯარიმა სურსათის დაცვის კოდექსის
66-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
ამ მუხლის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის
სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის მე-6 ნაწილით
გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს
ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
მანამდე, როგორც ირკვევა, დაჯარიმებული იყო მუხლით, რომელიც
გულისხმობდა: ,,მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე
ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა
ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით''