გორში, ლურჯ ავტობუსებზე მოძრაობის სამეთვალყურეო მოწყობილობა
დამონტაჟდება.
მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო GPS მოწყობილობებს 34
ავტობუსისთვის ყიდულობს.
როგორც სააგენტოს მთავარი დისპეჩერი ივანე მაკრახიძე ამბობს, აქამდე
ამ მოწყობილობით ავტობუსების მოძრაობა არ კონტროლდებოდა:
,,მე მხოლოდ ვაკონტროლებ ელექტონული ფორმით. რაკი ყიდულობს სააგენტო
ამ მოწყობილობას, ესე იგი, აქამდე არ ყოფილა'' - აცხადებს ივანე
მაკრახიძე, მთავარი დისპეჩერი.
GPS ტრეკერი არის მოწყობილობა, რომელიც იყენებს გლობალური
პოზიციონირების სისტემას (GPS) ადამიანის ან ობიექტის მდებარეობის
დასადგენად და თვალყურის დევნებისთვის.
მოწყობილობების შესაძენად 8500 ლარი გამოიყო.