ახალი ამბები
10 ავტომანქანა დაზიანდა ავტობანზე ავარიისას
ავტობანზე, გორი-რუისის მონაკვეთზე 10-მდე მანქანა დაზიანდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დილის საათებში, წვიმის პერიოდში მოხდა.

ტელეკომპანია ,,თრიალეთის'' ცნობით, თავდაპირველად ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, შემდეგ კი დანარჩენები.

შს პრესსამსახურის ცნობით, ყველა მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.

ფოტო: ტვ თრიალეთი
Print