თამარაშენის სასაფლაოზე ცხინვალელი ნათესავების დახმარებით ლევან ლაფაჩის საფლავი მოეწყო
16:38 / 25.07.2023
თამარაშენის სასაფლაოზე ცხინვალელი ნათესავების დახმარებით ლევან
ლაფაჩის საფლავი მოეწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის ფემინისტური მოძრაობა
ავრცელებს.
თამარაშენის სასაფლაო ცხინვალთან ახლოს, მაცხოვრის ეკლესიას სიახლოვეს
მდებარეობს.
feminism.ge-ს ცნობით,
2008 წელს გარდაცვლილი ლევან ლაფაჩის საფლავის მოწყობა, 15 წლის
შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ლევან ლაფაჩი 2008 წლის 24 ივლისს ავტოავარიისას დაიღუპა. იმ დღით
თბილისში დიპლომის ასაღებად იმყოფებოდა. მისი ცხედარი სოფელში 29
ივლისს დაკრძალეს. 8 აგვისტოს კი ომი დაიწყო.
"დაკრძალვა მოვასწარით მხოლოდ, საფლავის გაკეთებასაც ვიწყებდით,
მაგრამ აგვისტოს ომმა ყველაფერი წაშალა. ჩემი შვილი ლევან ლაფაჩი
გარდაიცვალა 24 ივლისს, დავკრძალეთ 29 ივლისს, სოფელ თამარაშენის
სასაფლაოზე, რომელიც უშუალოდ ზედვეა ცხინვალზე მიბმული, 8 აგვისტოს კი
ყველაფრის დატოვება მოგვიწია. ის ხალხი, ვისაც იმ დროს საფლავის
გაკეთება დავუკვეთეთ, პირნათელი ხალხი აღმოჩნდა და საომარი
მოქმედებების მიწყნარების შემდეგ დაგვიკავშირდნენ. საფლავის ქვა
მოვიტანეთ კოტეჯში, ღობე კი ახლობლებთან დავტოვეთ სოფელში." – ამბობს
გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა, მაია ნასუაშვილი. ნინო ჩიბჩიურის
ფილმში – "მწარე იმედი"