ანსამბლ ,,ყინწვისის'' წევრებმა ხანდაზმულთა სახლში კონცერტი
გამართეს.
როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი პაატა ხურცილვა აცხადებს, ეს იყო
პირველი კონცერტი, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის სახელწოდებაა - ,,ვაჩუქოთ ბედნიერი დღეები
ხანდაზმულებს''
,,გადავწყვიტეთ ჩვენი შემოქმედებით გავახაროთ, რაც შეიძლება მეტი
ადამიანი. ეს არის იდეა, რომლის გარშემოც გავერთიანდი, ჩემს გუნდთან
ერთად. ეს ადამიანები ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს სითბოს და
სიყვარულს…'' - აღნიშნავს ხელმძღვანელი.
ხანდაზმულთა პანსიონატი, რომელსაც ქარელელი მოცეკვავეები ესტუმრნენ,
თბილისში, ვარკეთილში მდებარეობს.