გორიდან უფლისციხის მუზეუმამდე გარეგანათების მონტაჟი ოქტომბერში დასრულდება
უფლისციხის მუზეუმამდე გარეგანათების მონტაჟი მიმდინარეობს.
კომპანია ,,აკაენერჯიმ'' სამუშაოები 25 ივლისიდან დაიწყო. სრულად
განათდება გზა, რომელიც იწყება ხიდისთავის შესასვლელიდან.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 3 თვეში, ოქტომბრამდე უნდა
დასრულდეს.
გორის მერიის ბიუჯეტიდან გარეგანათების მონტაჟისთვის 300 300 ლარი
დაიხარჯება.