უკრაინული ქალაქ პოლტავას გუნდის ,,ვორსკლას'' ფხბურთელები უკვე გორში
არიან.
მათ პირველი ვარჯიში ,,დილას'' კუთვნილ სტადიონზე გამართეს, რომელიც
,,ახალბაღის'' ტერიტორიაზე მდებარეობს.
გორში უეფას კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩის განმეორებითი
შეხვედრა 3 აგვისტოს გაიმართება.
გორის ,,დილა'' უკრაინულ გუნდს, პოლტავას ,,ვორსკლას'' შეხვდება.
გასვლითი მატჩი პოლონეთში ,,დილას'' დამარცხებით 2:1 დასრულდა.
უკრანული მედიის ცნობით, გორში გამართულ შეხვედრაზე იტალიელი მსაჯები
იქნებიან.
პირველ საკვალიფიკაციო მატჩში ,,დილამ'' სლოვაკური გუნდი ,,დუნაისკა
სტრედა'' ორი შეხვედრის ანგარიშის მიხედვით დაამარცხა.